აზერბაიჯანმა ხორბლის იმპორტი 15%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა  392 214 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა.  ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში იმპორტირებული ხორბლის ღირებულაბა 99.808 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხორბლის იმპორტის მაჩვენებელს 25,193 მილიონი აშშ დოლარით (37,8%) და 50 379 ტონით (14,7%) აღემატება.