აზერბაიჯანმა მაისის თვეში OPEC+-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა

მიმდინარე წლის მაისში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური წარმოება (კონდენსატთან ერთად) 674 ათას ბარელამდე შემცირდა. აქედან 586 ათასი ბარელი ნედლი ნავთობია, ხოლო 88 ათასი ბარელი - კონდენსატი. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  

შეგახსენებთ,  OPEC +-ის ქვეყნების მინისტრების მიერ მიღებული შეთანხმებების ფარგლებში, ამ წლის მაისში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის საშუალო დღიური წარმოება  603 ათასი ბარელით განისაზღვრა, ივნისში 610 ათასი ბარელით, ხოლო ივლისში  620 ათასი ბარელით.