აზერბაიჯანში PayPal სრულად ხელმისაწვდომი იქნება

უდიდესი ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal აზერბაიჯანში სრულად ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიაი უწყება.  

ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

"ამჟამად ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ PayPal-ის ყველა ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა. მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გარკვეული სამუშაოების განხორციელება", - ვკითხულობთ განცხადებაში.