მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ნავთობისა და გაზის სექტორის წილი გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 400.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის სექტორის წილმა ინვესტიციებში 89,2% შეადგინა, რაც 9,2 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.