აზერბაიჯანში წელს 26,4 მილიონი დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში 26,4 მილიონი დოლარის ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ესაა საქართველოში დამზადებული პროდუქტები რეექსპორტის, ანუ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტის სხვა ქვეყანაში გატანის, გარეშე. წლიურ ჭრილში მეზობელ ქვეყანაში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 22.5%-ით.

აზერბაიჯანმა 3% -იანი წილით ქართული პროდუქციის იმპორტიორ 10 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.   
წელს საქართველომ უცხო ქვეყნებში ჯამში 1 198.7 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ნაწარმი გაყიდა. ფულად გამოსახულებაში ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 19.6 პროცენტით, ხოლო მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი გაზრდილია 25.1%-ით.