აზერბაიჯანში ვერცხლის წარმოება 16.3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანში 1,444,6 კგ ოქრო და 2,061,4 კგ ვერცხლი აწარმოვეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ოქროს წარმოება გაიზარდა 0.8%-ით, ხოლო ვერცხლის - 16.3%-ით გაიზარდა.

1 ივნისის მდგომარეობით, მზა პროდუქციის მარაგი ოქროს შემთხვევაში 319,6 კგ-ს, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში 287,7 კგ-ს შეადგენს.