აზერბაიჯანულ კოქსს ჩინეთში საქართველოს გავლით გაიტანენ

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო. როგორც „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი ADY Express იუწყება 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია 27 000 ტონა კოქსის გადაზიდვა.  ამ ეტაპისთვის 245 ვაგონით  15 742 ტონა კოქსი უკვე გადაზიდულია.

ADY Express -ი იმედოვნებს, რომ ამ ტიპის ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანიდან ჩინეთში საქართველოს გავლით მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ტვირთის გადაზიდვას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი ADY Express ახორციელებს. ნახევარვაგონებში დატვრითული კოქსი აზერბაიჯანიდან ფოთის პორტში ჩადის, შემდეგ კი, გემით ჩინეთში იგზავნება.