აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასი $73-ს აჭარბებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,72%-ით, 0,52 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,17 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).