აზერბაიჯანული ნავთობი ძვირდება

სომხეთ-აზერბაჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული LT CIF- ის ფასი ბარელზე გაიზარდა 0,35 აშშ დოლარით ანუ 0.79% -ით. ამჟამად აზერბაიჯანული მსუბუქი ბრენდის საწვავის ღირებულება ბარელზე 44,52 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული LT CIF– ის მინიმალური ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს (15.81 აშშ დოლარი), მაქსიმალური - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2020 წლის 13 ივლისის ვაჭრობის შედეგებს, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 42.72 ( - 0,52) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40,10 (- 0,45) დოლარი/ბარელზე.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.