აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $75-ს გადააჭარბა

"Azeri LT CIF"-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,57 აშშ დოლარით (0,76%) გაიზარდა.

"Azeri LT CIF"-ის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამჯერად 75,18 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი "Azeri LT CIF"-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.