ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანსპორტირება 40%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 22,635 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ეს 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.1%-ით მეტია.

მაგისტრალური გაზსადენებით გადაზიდული გაზის საერთო მოცულობაში 49.5% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის.

საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 11.194 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.5%-ით მეტია.