ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებისა, აზერბაიჯანმა რკინიგზის ტვირთების რაოდენობა გაზარდა. 

გაიზარდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტვირთბრუნვაც. აღნიშნულ სატრანზიტო კორიდორში ტვირთების მიმოქცევა ისევ ორმხრივი მიმართულებით მიმდინარეობს და პანდემიის პერიოდში არ შეწყვეტილა. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, ძირითადად აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნების ტვირთი გაედინება.   

10 აპრილიდან კონტეინერების რაოდენობა, 20 ფუტიან ეკვივალენტში 44%-ით უფრო მეტია ვიდრე წინა წელს. წინა წლის პირველ 100 დღეში გადატანილი იყო 1266 კონტეინერი 20 ფუტიან ექვივალენტში, წელს კი 2 148. რაც შეეხება ვაგონების რაოდენობას: თუ 2019 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ვაგონების რაოდენობა 611 იყო - 40 ათასი ტონით, 2020 წლის პირველი სამი თვის შემთხვევაში ეს რაოდენობა 1572 ვაგონით გაიზარდა (70 ათასი ტონა).

სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, სავარაუდოდ ბაქო-თბილისი-ყარსის ბრუნვა 50%-ით გაიზრდება. 

 ამის შესახებ აზერბაიჯანის ტვირთების გადაზიდვის დეპარტამენტის უფროსი, ემილ ახმედოვი საუბრობს Report-თან ინტერვიუში.