ბაქო-თბილისი-ყარსის სამუშაოების 78,4% დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 78,4% საქართველოში ამ დროისთვის დასრულებულია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ხაზზე ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საპილოტე რეჟიმში.