ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 25,5 მლნ ლარით იზარალეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 441,697 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან საპროცენტო შემოსავლები იყო 352,694 მლნ ლარი. სექტემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 373,735 მლნ ლარი შეადგინა. 

2020 წლის სექტემბერში 64,641 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს თანხა 31,722 მლნ ლარით ნაკლებია აგვისტოში ბანკების წმინდა მოგებაზე, როცა მათი მოგება 96,363 მლნ ლარს გაუტოლდა.

2020 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,595 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -25,526 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31,665 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს. მათ შორის 14 - ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ფიქსირდება.