ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 60 დოლარამდე დაეცა

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ OPEC ქვეყნებმა დეკემბრის შეხვედრისას შეიძლება წარმოების შემცირების შესაძლებლობაზე იმსჯელონ, აშშ-ში ნავთობის მარაგი გაიზარდა 4.45 მილიონი ბარელით. შედეგმაც არ დააყოვნა და  ოთხშაბათის ვაჭრობისას ლონდონის Brent-ის ფიუჩერსული ფასი  59,4 აშშ დოლარი გხდა. სამშაბათს ვაჭრობის შედეგად,ბარელი ნავთობი 59,7 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში ამ დროის განმავლობაში ფასებმა 0,45 დოლარით (0.83%) დაიწიეს  და ბარელზე 54,03 აშშ დოლარი შეადგინა.

წინა სესიის შედეგების მიხედვით, კონტრაქტი გაიზარდა ფასით 0,85 აშშ დოლარით (1.59%), ბარელზე 54,14 აშშ დოლარამდე.