ბათუმში 85 მილიონი ლარის ბრიტანული ინვესტიცია ჩაიდო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით,  ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.  ესაა ,,მზიური გარდენსი“, რომელიც ბრიტანული ინვესტიციით შენდება. 

მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 ადამიანი. 

სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,CROWN PLAZA" განახორციელებს.

როგორი იქნება ,მზიური გარდენსი“, იხილეთ ფოტოკოლაჟში: