ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით 130 მილიონი ლარი შევიდა

ბიუჯეტს სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით მიღებული შემოსავლები მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26%-ით გაეზარდა და 130.1 მილიონი ლარი შეადგინა. სანქციების, ჯარიმებისა და საურავების 80%, 104 მილიონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის.

კერძოდ, ხაზინის მონაცემებით, 2021 წელს იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით მობილიზებულმა თანხამ 61.1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში 69 მილიონი ლარი შევიდა.

წყარო: "ბიზნეს ფორმულა"