ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 176%-ით გაიზარდა. ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებულმა შემოსავალმა 34 მილიონ ლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული შემოსავალი 12.3 მილიონს არ აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 2021 წელს სამორინეს მაგიდიდან მიღებული შემოსავალი 360 ათასიდან 6.3 მილიონ ლარამდე, 1650%-ით გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად 2900%-ით, 582 ათასიდან 17.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა სათამაშო აპარატებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შესული თანხა.
2020 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 19.3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"