ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პოსტი დატოვა - განახლებულია

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები  დატოვეს. ინფორმაცია Repoprt.ge-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ლექვინაძე და კალანდაძე სავარაუდოდ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ვის შეარჩევს გიორგი გახარია ამ თანამდებობისთვის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტზე 2018 წლის იანვარში დაინიშნა. 2015-2017 წლებში ის იყო  თბილისის მერის მოადგილე, მანამდე კი 2014-2015 წლები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ლექტორი.