ბიზნესს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს

ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს - ამის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული. 

1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.

საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, სადაც 30-ზე მეტი დასაქმებულია. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.