ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასები გაზდილია

2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 101.3 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81.6 ლარით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქალების ხელფასმა სექტორში - 835.3 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 71.0 ლარით) შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 734.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება.