Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1100 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00  საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1135 კურსით დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1140 ლარი ღირს, ევრო – 3.6842 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3182 ლარი.