Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0817 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10:45 საათისთვის ერთი დოლარი 3.0817 ლარად ივაჭრება.

24 დეკემბერს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0865 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0878 ლარია, ევრო – 3.4976 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1417 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.