Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0872 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0872 ლარად ივაჭრება.

Report.ge-ს ცნობით, 6 იანვარს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0930 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0964 ლარია, ევრო – 3.5023 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1894 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.