Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0885 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0885 ლარად ივაჭრება.

Report.ge-ის ცნობით, 3 იანვარს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0890 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0892 ლარია, ევრო – 3.4991 ლარი ღირს, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1710 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.