Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0890 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0890 ლარად ივაჭრება.

Report.ge-ის ცნობით, 4 იანვარს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0898 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0887 ლარია, ევრო – 3.5072 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1738 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.