Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0935 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0935 ლარად ივაჭრება.

Report.ge-ის ცნობით, 31 დეკემბერს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0920 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0976 ლარია, ევრო – 3.5040 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1737 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.