Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0963 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0963 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1025 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ივლისის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი დღეს 3.0892 ლარი ღირს, ევრო – 3.6409 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2588 ლარი.