Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1030 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:15 საათისთვის ერთი დოლარი 3.1030 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1250 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივლისის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი დღეს 3.0950 ლარი ღირს, ევრო – 3.6437 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2166 ლარი.