Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1065 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1065 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1200 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1112 ლარი ეღირება, ევრო – 3.6653 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2910 ლარი.