Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1100 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1105 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1099 ლარი ღირს, ევრო – 3.6429 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2593 ლარი.