Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1101 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1101 ლარი ღირს.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1150 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1181 ლარი ღირს, ევრო – 3.6582 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2724 ლარი.