Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1145 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1145 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.109 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 19 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1303 ლარია, ევრო – 3.5485 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.2234 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.