Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1120 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1120 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1150 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1134 ლარია, ევრო – 3.5135 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1841 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.