Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1259 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:45 საათისთვის ერთი დოლარი 3.1259 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1250 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 2 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1279 ლარია, ევრო –3.5414 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1623 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.