Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1581 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1581 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1575 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 11 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1613 ლარი ეღირება, ევრო – 3.8460 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4568 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.