Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1925 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1925 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2037 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2040 ლარი ღირს, ევრო – 3.8829 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5164 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.