Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2624 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის ერთი დოლარი 3.2624 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2625  კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2993 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0420 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.