Boeing-მა გასულ წელს თითქმის 1000 შეკვეთა მიიღო

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა 2021 წელს  909 შეკვეთა მიიღო, ხოლო 340 თვითმფრინავი მიაწოდა.

გასულ წელს Boeing-ის მთავარმა კონკურენტმა, ფრანგულმა კომპანია Airbus-მა  771 შეკვეთა მიიღო და  611 თვითმფრინავი ჩააბარა.

ამრიგად, Boeing მიწოდების რაოდენობით Airbus-ს ჩამორჩება.