ბოლო ერთ წელში 1704 კომპანია დაიხურა

2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში ბოლო ერთ წელში 1704 კომპანია დაიხურა, ანუ ოპერირება სრულად შეწყვიტა. ანალიტიკური პორტალი „ბიას“  მონაცემებით, ამავე პერიოდში საქმიანობა დროებით 4 688-მა იურიდიულმა პირმა შეაჩერა. ამ დროისთვის Bia.ge-ზე რეგისტრირებულია 51 413 კომპანია, საიდანაც მცირე ზომის არის - 76%; საშუალო - 18% და მსხვილი - 6%.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით ზარალდება მცირე ბიზნესი, რადგანაც შრაშან დროებით შეჩერებულ კომპანიებში 93% იყო მცირე ზომის კომპანია. ვითარება ანალოგიური ამჟამადაც, წელსაც დროებით შეჩერებული კომპანიებიდან 98% არის სწორედ მცირე კომპანიები

ანალიტიკური პორტალის ინფორმაციით, პანდემიის პირველმა ტალღამ გამოწვია 700-მდე კომპანიის დროებით შეჩერება. 2021 წლის აპრილი თვის მაჩვენებლით კი 1125 კომპანია არის დროებით შეჩერებული. ზაფხულისთვის პორტალი ამ ციფრის ზრდას ელოდება.