ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

საქართველოში ბოსტნეული როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

წლიურად ბოსტნეულ-ბაღჩეული გაძვირებულია 20.7-ით, ხოლო, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ბოსტნეულის ფასი 1.8 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა.