ბრიტანულმა კომპანია Mahle Powertrain-მა და Allotrope Energy-მა ერთობლივი თანამშრომლობით შეიმუშავეს ლითიუმ-ნახშირბადის ბატარეა, რომლის დატენვა სულ რაღაც 90 წამშია შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Green Car Congress წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა 100,000-ზე მეტი დატენვის ციკლს მოიცავს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბატარეა სამომავლოდ სიკეთის მომტანი გახდება მოპედის მძღოლებისათვის, რომლებიც კურიერებად მუშაობენ და სატრანსპორტო საშუალების ხშირი დატენვა უწევთ. ე
სრულად დატენვის შემთხვევაში მოპედს 25 კმ-ის გავლა შეეძლება.