ბუსის ქუჩაზე წყლის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა იცვლება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ისნის რაიონში, ბუშის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაასრულა. ამ ქუჩაზე კომპანიამ 2 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი სრულად შეცვალა და განახლებულ სისტემაზე ახალი საკვანძო ჭები მოაწყო. "ჯივიპიმ" პროექტში 900 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლებული სისტემა ექსპლუატაციაში გაეშვება.