ჩინეთი თუჯისა და ფოლადის ნახევარფაბრიკატების იმპორტზე გადასახადს გაანულებს

მიმდინარე წლის მაისიდან ჩინეთი თუჯის, რკინის, ფოლადის ნახევარფაბრიკატების, ჯართისა და ფეროქრომის იმპორტზე ადასახადს გაანულებს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ჩინეთის ეკონომიკისთვის ფოლადის პროდუქციის მიწოდებას, გაზრდის ნედლეულის იმპორტს და შეამცირებს იმპორტის ხარჯებს.

ამავდროულად, ჩინეთი 25% -მდე გაზრდის საექსპორტო გადასახადებს ფეროსილიუმსა და რკინის მაღალი ხარისხის ჯართზე. 

ლითონებით ვაჭრობის ტარიფებში ცვლილებები დროებითია, თუმცა მათი მოქმედების ვადები ჯერ არ გასაჯაროვებულა.