ჩინური იუანი გამყარებას განაგრძობს

ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 4.9%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი მოლოდინებზე ოდნავ დაბალია, ის ადასტურებს ჩინეთის ეკონომიკის გაჯანსაღების სწრაფ ტემპებს. 

ამის შესახებ აღნიშნულია ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, მსხვილ ეკონომიკებს შორის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკამ სწრაფ გაუმჯობესებას მიაღწია. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს 1.9%-ით გაიზრდება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი - 8.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. პოზიტიური ეკონომიკური შედეგების პარალელურად ჩინური იუანი განაგრძობს გამყარებას. ჩინეთის შანხაის კომპოზიტური ინდექსი თვის ბოლოს მონაცემებით უმნიშვნელოდ შემცირდა (- 1.5% თ/თ)," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.