ჩხოროწყუში 53 ჰექტარი ჩაი რეაბილიტირდა

ჩხოროწყუში ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო. 

შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.

შეგახსენებთ, პროექტ „ქართულ ჩაის", სახელმწიფო 2016 წლიდან "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაიწყო. 2019 წელს მისი დაფინანსება 400 ათასი ლარით შემცირდა და სულ 500 ათასი ლარი შეადგინა.