დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 764 შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო სამართალდამცველებმა 764 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 

მათ შორის არის 100 მოქალაქე, რომლებმაც 21:00 საათიდან 05:00 სათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 664 პირი დაჯარიმდა. 

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. ინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.