დეპოზიტების ჯამური მოცულობა 34.63 მლრდ ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი იანვრისათვის 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.57%-ით მეტი).

დეკემბერში,წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 21.21 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.43%-ით გაიზარდა),ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით,ანუ 6.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.49%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი გაზრდილია და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.61 პროცენტი შეადგინა. 

პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით).