დღეიდან არასასურსათო მაღაზიები და მოლები იხსნება

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში  არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები იხსნება. სავაჭრო ადმინისტრაციებს დაევალათ თანამშრომლების არანაკლებ 20%-ის სავალდებულო შემოწმება კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ.

სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას. დასაშვები იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა.

მაღაზიებში 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება 1 ადამიანი.

მაღაზიები და მოლები დილით 9-10 საათზე გაიხსნება და საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ.

თებერვალში ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. 

ღია და დახურული ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდანაა დაგეგმილი.