დღეიდან "რიყის დოქების" შეძენა აუქციონზეა შესაძლებელი

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად გამოიტანა. 

აუქციონი დღეს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.

ობიექტის საწყისი ფასი 95 მლნ ლარია.

საპრივატიზაციო პირობით, ადგილზე არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. 

მთავრობა განიხილავს ადგილზე სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზის, თეატრია ან/და საგამოფენო სივრცის მოწყობას.

მყიდველი ვალდებულია ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული  საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.